ცხადდება კონკურსი
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” (თსუ - ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №133/02-01, 28.05.2025 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - XII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2024 - 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა და მონაწილეობა აქვთ მიღებული:
1. სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში;
2. სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ნტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებებში);
3. იმიტირებულ სასამართლო პროცესში;
ან მიმდინარე სემესტრში განეკუთვნებიან:
სოციალურად მოწყვლად ჯგუფს*:
4. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები;
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი;
6. მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები;
7. ობოლი (უდედმამო);
8. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი);
9. სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
(*შესაძლოა სტუდენტი განეკუთვნებოდეს ერთდროულად რამოდენიმე კატეგორიას, ასეთ შემთხვევაში ყველა კატეგორიისადმი კუთვნილება ანიჭებს დამატებით ქულას).
(იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადი განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. დანართი);
ბ) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი ან პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით (2025 წლის 5 მარტიდან 2025 წლის 17აგვისტოს ჩათვლით) ;
დ) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება აქტივობის განხორციელების თარიღები და მონაწილეობის სტატუსი (2025 წლის 5 მარტიდან 2025 წლის 17აგვისტოს ჩათვლით) ;
ე) იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება განხორციელების თარიღები და მონაწილეობის სტატუსი.
ვ) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი კუთნილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (შესაძლოა რამოდენიმე ან ყველა ჯგუფისადმი კუთვნილება);
ზ) საბანკო რეკვიზიტი პირადი საბანკო ანგარიშის ნომრის მითითებით.
თ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
კანდიდატებმა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ელექტრონულადაც შემდეგ მისამართზე medicine@tsu.ge (პირადობის ასლი და რეკვიზიტი) ფაილი დაასათაურეთ: გვარი, სახელი.
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელს დაამზადებს თავად საფაკულტეტო კომისია.
სტიპენდიით დაფინანსება არ გაიცემა დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე
საბუთები მიიღება: 25 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით 10:00 - 17:00 - სთ-მდე, მორფოლოგიის ინსტიტუტი, №324;
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება: არაუგვიანეს 3 დეკემბერს.
აპელაცია: 4 დეკემბერის 13 სთ-მდე
საბოლოო შედეგები გამოცხადება: არაუგვიანეს 5 დეკემბერს.
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 555 257 561
გისურვებთ წარმატებებს!